კონტე "რომას" ლეგენდის დარწმუნებას ცდილობს

8-04-2017, 23:33

ლონდონის "ჩელსის" დამრიგებელი, ანტონიო კონტე ცდილობს დაარწმუნოს იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "რომას" ლეგენდარული ნახევარმცველი, დანიელე დე როსი, რომ მომავალი სეზონიდან, მან სტემფორდ ბრიჯზე იასპარეზოს. 33 წლის ფეხბურთელი "რომასგან" სამ წლიან კონტრაქტს ითხოვს, თუმცა "მგლები" მხოლოდ ერთ წლიანს სთავაზობენ. დე როსი არ აპირებს ამ შეთავაზების მიღებას და სრულად შესაძლებელია, მან თავისი "აკვანი" დატოვოს და სხვა კლუბს შეუერთდეს.

კონტესა და დე როსის შორის შესანიშნავი დამოკიდებულებაა. ცოტა ხნის წინ იტალიელმა ნახევარმცველმა ანტონიოზე თბილი სიტყვებით ისაუბრა: "კონტე მაოცებს. ტაქტიკურად, ის ფენომენალურია. სასიამოვნოა მასთან ერთად მუშაობა."

მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსი" მთავარი კანდიდატია, ჩუმად არიან ჩასაფრებულნი "ინტერი" და "იუვენტუსი", რომლებიც მზად არიან დაუყოვნებლივ გაუკეთონ შეთავაზება "რომას" ვიცე კაპიტანს, თუმცა რაც არ უნდა უთანხმოება ჰქონდეს დე როსისა და "მგლების" ხელმძღვანელობას, ძნელი წარმოსადგენია, რომ დანიელემ სხვა იტალიური კლუბის მაისური მოირგოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით