• 13-07-2023
    "დაპირისპირებაში ფავორიტი ყაზახეთის ჩემპიონი იყო" - ყაზახური მედია "დინამოსა" და "ასტაჯნას" მატჩს ეხმაურება
    "დაპირისპირებაში ფავორიტი ყაზახეთის ჩემპიონი იყო" - ყაზახური მედია "დინამოსა" და "ასტაჯნას" მატჩს ეხმაურება

    როგროც მოგეხსენებათ, თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად "ასტანასთან" ფრედ 1:1 ითამაშა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდიდან თავი გაბრიელ სიგუამ გამოიჩინა.

    მატჩის შემდეგ ყაზახური მედია თავიანთი კლუბით უკამყოფილო დარჩა და ამ შედეგს არაერთი სტატიეს მიუძღვნეს. Sports.kz: წერს:

    "ასტანამ" ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრაში იმედები გაგვიცრუა. დაპირისპირებაში ფავორიტი ყაზახეთის ჩემპიონი იყო და დებიუტში ზეწოლის შედეგად აიმბეტოვმა ანგარიში გახსნა. უნდოდათ მოპოვებული უპირატესობა გაეზარდათ, მაგრამ მეტოქე შესვენების წინ უპირტესობას დაეუფლა. მეკარე ჩონდრიჩმა რამდენჯერმე გამოავლინა ოსტატობა, ხოლო იმრანის დარტყმული ბურთის მერე მასპინძლები ძელმა იხსნა" 

    "შეხვედრის მეორე ნახევარში "ასტანა" ისევ შეეცადა ოპონენტთან პრესინგისთვის მიემართა, თუმცა ამჯერად ის ადვილად დაუსხლტა და ანგარიში გაათანაბრა. ასტანელები ჯიუტად მიიწევდნენ წინ, განსაკუთრებით, აიმბეტოვი ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა".

    აქვე შეგახსენებთ, რომ კლუბებს შორის განმეორებითი შეხვედრა 19 ივლისს 20:00-წუთზე "დინამო არენაზე" გაიმრთება. იმედია "ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი" ბევრ ქომაგს იხილავს და ამ ბარიერს კლუბი და გულშემატკივარი ერთად გადალახავს. 

    Facebook კომენტარები