ანჩელოტი:“ჩვენ უბრალოდ ჩვენი საქმე გავაკეთეთ“

9-04-2017, 13:25

როგორც იცით, მიუნხენის “ბაიერნმა“ ბუნდესლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩში საკუთარ მოედანზე "დორტმუნდი“ მიიღო და მეტოქე 4-1 გაანადგურა.

“შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. ჩვენ უბრალოდ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. მეორე ტაიმის დებიუტში გატანილმა რობენის გოლმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ თამაშში. “დორტმუნდთან“ მოპოვებული გამარჯვება ჩვენთვის სტიმულის მომცემია მომდევნო შეხვედრაში, სადაც გაცილებით ძლიერია მეტოქე და გვმართებს ორმაგი შემართებით თამაში.“ - განაცხადა ანჩელოტიმ

შეგახსენებთ, მიუნხენელები მომდევნო მატჩს საკუთარ მოედანზე ჩ.ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ეგიდით მადრიდის “რეალის“ წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 12 აპრილს 22:45 საათზე დაიწყება.

  • Geto
  • 9 აპრილი 2017 13:26
ბაიერნის ერთიანია სახლში რეალთან

ციტატა: Geto
ბაიერნის ერთიანია სახლში რეალთან

ertiani kiara gadaaxevs burts reals naxe tuginda 4,5 ze meti goli unda dawero <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით