ლაკაზეტესთვის ბრძოლაში “მან.სიტი“ ერთვება

9-04-2017, 20:18

გამოცემა Daily Mirror იტყობინება, რომ ლონდონის “არსენალს“ და მადრიდის “ატლეტიკოს“ ლაკაზეტეს შეძენაში “მან.სიტი“ შეეცილება.

სეზონის ბოლოს, კუნ აგუერომ შესაძლოა “ქალაქელები“ დატოვოს. გაბირელ ჟესუსის გარდა, მანჩესტერულ გუნდს კიდევ სჭირდება მაღალი დონის თავდამსხმელი. აღნიშნული წყაროს ცნობით, გუნდის ბოსები ლაკაზეტეს შეძენას გეგმავენ და ისინი მზად არიან "ლიონს“ ზაფხულში ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონი შესთავაზონ.

შეგახსენებთ, რომ მოთამაშით დიდი ხანია “არსენალი“ ინტერესდება, ხოლო წელს მისთვის ბრძოლაში “ატლეტიკოც“ ჩაერთვება და ამ ორ გუნდს ახლა უკვე ინგლისელებიც დაემატნენ.



  • Geto
  • 9 აპრილი 2017 20:19
ამას ხო არ ეღირსა ლიონიდან წასვლა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით