ბელოტი: "დღეს "ტორინოსთვის" ვთამაშობ, არ ვიცი რა მოხდება ხვალ"

10-04-2017, 01:53

დღეს ბელოტიმ "კალიარისთან" კიდევ გაიტანა და თავისი გოლების მარაგი 24-მდე გაზარდა, ამისათვის მას მხოლოდ 27 მატჩი დასჭირდა. ახალგაზრდა იტალიელით უამრავი გრანდი ინტერესდება, განსაკუთრებით კი "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი", რომლებიც მზად არიან ანდრეას სანაცვლოს 100 მილიონი ევრო გადაიხადონ, როგორც მის კონტრაქტშია ჩადებული.

"კალიარისთან" შეხვედრის შემდეგ მან ინტერვიუ მისცა "Sky Sport"-ს, სადაც საკუთარ მომავალზე ისაუბრა: "დღეს "ტორინოს" ფეხბურთელი ვარ, არ ვიცი რა მოხდება მომავალში..."

ტურინული გუნდის გულშემატკივრები აღშფოთებულები არიან ამ ინტერვიუთი, რადგან ბელოტის დღევანდელი გოლი, შესაძლოა ერთ-ერთი ბოლო იყოს "ტორინოს" შემადგენლობაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით