გალიანი: "დეულოფეუ? "ბარსელონას" პასუხს არ გეტყვით"

10-04-2017, 02:52

მას შემდეგ, რაც დღეს "მილანმა" "პალერმო" გაანადგურა, ადრიანო გალიანი შესანიშნავ განწყობაზე დადგა და ინტერვიუ მისცა "Milan TV"-ს, სადაც დეულოფეუზე, სუსოზე და მოახლოებულ "დერბი დელა მადონინაზე" ისაუბრა.

"სუსო "მილანისთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ცუდია, რომ გასულ თვეში ის ჩვენთვის მიუწვდომელი იყო. მე ველაპარაკე პრეზიდენტს და ის ძალიან გახარებულია. იმ შემთხვევაში, თუ ეს ჩვენი მილანური ვოიაჟის ბოლო მატჩია, ყოველთვის ჩემ გულში დარჩება ამ შეხვედრისგან მიღებული სიამოვნება. სუსოს გოლი შესანიშნავი იყო. სუსო, დეულოფეუ და პასალიჩი, ფაქტობრივად არაფრის სანაცვლოდ მოვიდნენ გუნდში. ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი დაგვიგროვდა, თუმცა ვცდილობთ ფრომა შევინარჩუნოთ."

"არ ვიცი ივნისში ისევ მე ვიქნები თუ არა ამ პოსტზე, ასე რომ ვერაფერს გეტყვით. მე გავმართე შეხვედრა "ბარსელონას" რამდენიმე წარმომადგენელთან დეულოფეუს თაობაზე, თუმცა არ გეტყვით რა მითხრეს მათ."

"ჩვენ ცხრილში საკმაოდ ახლოს ვართ ერთმანეთთან და ეს მატჩი განსაკუთრებულად კარგი საყურებელი იქნება, რადგან ვნახავთ ორ საკმაოდ ამბიციურ გუნდს, რომელიც ერთი და იგივე სიტუაციაში იმყოფება. თუ მფლობელი დერბიმდე შეიცვალა, შეხვედრას ტელევიზორიდან ვადევნებ თვალს. მე ყოველთვის "მილანისტა" ვიქნები." - განაცხადა ადრიანო გალიანიმ.



  • okoloka2
  • 10 აპრილი 2017 13:53
NBA 2K17 - ნახეთ პირველი ოფიციალური მატჩი ქართულად
https://www.youtube.com/watch?v=c_cniLP71RU

შე უნიათო შენა persevere

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით