ბონუჩი:“ბარსელონა“ ახლა შედარებით სუსტია“

10-04-2017, 10:52

ტურინის “იუვენტუსის“ იტალიელმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ ჩ.ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მეტოქეზე, კატალონიის “ბარსელონაზე“ ისაუბრა.

“ვფიქრობ “ბარსელონა“ არ არის ისეთი ძლიერი, როგორც 2015 წელს. ისინი ახლა შედარებით სუსტები არიან, მაგრამ ეს არანაირად არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენ ოდნავ მაინც მოვეშვათ და არ ვითამაშოთ სრული, 100% - იანი დატვირთვით. “იუვენტუსი“ ვითარდება და ამ პერიოდში ასეთი დონის გუნდებთან თამაშში წარმატების მიღწევა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.“ - განაცხადა ბონუჩიმ

შეგახსენებთ, “იუვენტუსი“ – “ბარსელონა“ პირველი მატჩი 
11 აპრილს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.



  • Geto
  • 10 აპრილი 2017 10:53
სამწუხაროდ მაინც მგონია რომ ბარსელონა გავა ნახევარ ფინალში

  • okoloka2
  • 10 აპრილი 2017 13:54
NBA 2K17 - ნახეთ პირველი ოფიციალური მატჩი ქართულად
https://www.youtube.com/watch?v=c_cniLP71RU

  • David23
  • 10 აპრილი 2017 17:10
Rtuli iqneba barcastvis magram mgoni gava

  • Ika996
  • 10 აპრილი 2017 20:02
ნუ ის ფინალი იყო და ერთი მატჩი წყვეტდა. ორ შეხვედრაში იუვეს უფრო დიდი შანსი აქვს ჩემი აზრით

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით