ვაცკე: "ობამეიანგი მხოლოდ ამ ორი კლუბისთვისაა ხელმისაწვდომი"

10-04-2017, 14:03

გერმანული "დორტმუნდის" ვარსკვლავი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა "Sport1"-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"იმ შემთხვევაში, თუ ობამეიანგი დაგვტოვებს, ის "ბარსელონას" ან "რეალს" შეუერთდება. სხვა ნებისმიერი კლუბი მისთვის სასურველი არაა, ხოლო, რაც შეეხება "ბაიერნს", ჩვენ ობამეიანგს მიუნხენში არ გავუშვებთ." - განაცხადა ხოაკიმ ვაცკემ.

გაბონელ ფორვარდს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და იწერებოდა იმის შესახებაც, რომ 27 წლის ფეხბურთელის დაბრუნება იტალიურ "მილანს" სურს, თუმცა, როგორც ჩანს ლომბარდიული კლუბი უშანსოდაა.

ობამეიანგს მიმდინარე სეზონში, 36 მატჩში 32 გოლი დაუგროვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი საშუალოდ 97 წუთში ერთხელ ამწუხრებს მოწინააღმდეგეს.

  • goga11
  • 10 აპრილი 2017 14:11
au arada rogor gaasworebda axla es milanshi

wadit bijo milanshi shen, sanchesi, iozili, xamesi

  • goga11
  • 10 აპრილი 2017 17:32
ციტატა: ღამურა 7
wadit bijo milanshi shen, sanchesi, iozili, xamesi

eg ukve zedmeti ocnebaa

  • Ika996
  • 10 აპრილი 2017 20:00
Iswavles chkua baiernshi ar gavushvebto :D

xo baeizni givlidat aqamde da exa oba rogaushvat pizdeeecooo :d me barsashi mainc arminda suaresi magaze atasjer magari centr forvardia magram ase tu ise pakoze kargi shemcvleli unda gunds obameiangshi bevri fuli gadaiyerba tan da cudad dibala s da cou s sakitxi yumogvarda eg ufro gamixardeba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით