დელ პიერო: "იუვენტუსმა" ზუსტად იცის, როგორ დაამარცხოს "ბარსა"

10-04-2017, 20:19

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებული მეოთხედფინალის შესახებ ისაუბრა, რომელშიც "ბებერი სინიორა" კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

"რა თქმა უნდა, "ბარსელონა" წყვილის ფავორიტად ითვლება, თუმცა "იუვენტუსმა" იცის, როგორ გაუმკლავდეს მრისხანე მეტოქეს და დაამარცხოს ის. თანაბარ პირობებში "ბარსას" წინააღმდეგ თამაში ფაქტობრივად შეუძლებელია, მათ ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორებიც მესი, სუარესი და ნეიმარი არიან, თუმცა მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობას არც "იუვენტუსი" უჩივის, დიბალასა და იგუაინს დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ". - განაცხადა დელ პიერომ.

"იუვენტუსისა" და "ბარსელონას" შეხვედრა 11 აპრილს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.



  • beka10
  • 10 აპრილი 2017 20:22
vaa aleqsa naxe

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით