ალვეში: "იტალიაში ფეხბურთელები ჩემნაირი ხუმარები არ არიან"

10-04-2017, 22:53

დანი ალვეში გასულ ზაფხულს "იუვენტუსს" "ბარსელონადან" უსასყიდლოდ შეუერთდა. ბრაზილიელმა მცველმა კატალონიაში რვა წელი დაყო, სადაც ადგილობრივ კლუბთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო. ძალიან საინტერესო იქნება მისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მან "FIFA.com"-თან ისაუბრა.

"იუვენტუსი" ჩემთვის ახალი გამოწვევაა, ეს არის ის, რაც ყოველთვის მინდოდა. ძალიან რთული იქნება, როცა მოედანზე "ბარსელონას" ვიხილავ, მე კი მათი მაისური არ მეცმევა, თუმცა მე პროფესიონალი ვარ და ჩემი ვალია მაქსიმუმი გავიღო ჩემი გუნდისთვის."

"დარწმუნებული ვარ კატალონიელებს ვენატრები. ესპანეთში უამრავ სიგიჟეს ჩავდიოდი, ვცეკვავდი მოედანზე, გოლებს აღვნიშნავდი განსაკუთრებულად და მქონდა შესანიშნავი ურთიერთობა გუნდის თითოეულ წევრთან. აქ, იტალიაში ფეხბურთელები ძალიან სერიოზულები არიან და ისინი მე საერთოდ არ მგვანან, თუმცა, როგორც ვთქვი, მე მივიღე ახალი გამოწვევა და მჯერა, რომ "იუვენტუსისთვის" სასარგებლო ვიქნები." - განაცხადა დანი ალვეშმა.



magari tipia chemi dani <3 :d

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით