ფალკაო:“შესაძლოა საუკეთესო მატჩები სწორედ ჩვენ ჩავატაროთ“

11-04-2017, 16:38

“მონაკოს“ კოლუმბიელმა კაპიტანმა, რადამელ ფალკაომ ჩ.ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის შესახებ ისაუბრა, სადაც მისი გუნდი “დორტმუნდს“ დაუპირისპირდება.

“მიმაჩნია, რომ შანსები გერმანელებს და ჩვენ თანაბრად გვაქვს. მიმდინარე სეზონში ყველამ კარგად ვიცით, რომ ორივე კლუბი ძალიან ბევრ გოლს იტანს და თამაშობს საკმაოდ სანახაობრივ ფეხბურთს. შესაძლოა საუკეთესო მატჩები სწორედ ჩვენ ჩავატაროთ.“

“იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრებს დაუვიწყარ საღამოს ვაჩუქებთ. წარამტებისთვის როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდი თავს არ დაზოგავს. ამაში დარწმუნებული ვარ. “მონაკო“ წელს ძალიან კარგ ფორმაშია და ჩვენთვის ნახევარფინალისთვის ბრძოლა ბევრს ნიშნავს. გვჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების.“ - განაცხადა ფალკაომ



  • Geto
  • 11 აპრილი 2017 16:40
წარმატებები მონაკოს heart_eyes

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით