მორენო შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში გადაბარგდეს

11-04-2017, 16:52

როგორც გამოცემა goal.com იტყობინება, “ლივერპულის“ 24 წლის ფეხბურთელით, ალბერტო მორენოთი “ინტერი“ და “მილანი“ ინტერესდებიან.

წყაროს ცნობით, ორივე მილანურ გუნდს ესპანელის დამატება სერიოზულად აქვთ განზრახული და მათი წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში ტრანსფერზე მუშაობის დაწყებას გეგმავენ.

მორენო “ლივერპულში“ 2014 წელს “სევილიადან“ გადავიდა 12 მილიონის სანაცვლოდ. ამ ეტაპზე ფეხბურთელის სატრასნფერო ღირებულება 
15 მილიონით განისაზღვრება. ექსპერტების აზრით, იურგენ კლოპი მორენოს გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება. თავად მოთამაშეს ამ საკითხთან დაკავშირბით განცხადება არ გაუკეთებია.



  • Geto
  • 11 აპრილი 2017 16:53
ნახეს იაფფასიანი და მიაწყდნენ იმედია ინტერი იყიდის smile

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით