"დორტმუნდის" ავტობუსთან ნაღმი ააფეთქეს

11-04-2017, 22:26

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა დორტმუნდის "ბორუსიასა" და "მონაკოს" შორის გადადებულია. თამაშისკენ მიმავალი გერმანული გუნდის ავტობუსის სიახლოვეს ნაღმი აფეთქდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა კვალიფიკაცია მიეცემა შემთხვევას ან როდის ჩატარდება მატჩი. BBC-ის ინფორმაციით, "ბორუსიას" ცენტრალური მცველი მარკ ბარტრა დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჩრდილოეთ რაინის ვესტფალიის პოლიცია შემთხვევაზე უკვე მუშაობს და შემდგომი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"ბორუსია" - "მონაკოს" მატჩი თბილისის დროით 22:45-ზე უნდა დაწყებულიყო.

  • beka10
  • 11 აპრილი 2017 22:27
vaaaah ra sahsinelebaaa

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით