"დორტმუნდი"-"მონაკოს" მატჩის დაწყების დრო ცნობილია

11-04-2017, 22:42

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა დორტმუნდის "ბორუსიასა" და "მონაკოს" შორის გადადებულია. თამაშისკენ მიმავალი გერმანული გუნდის ავტობუსის სიახლოვეს ნაღმი აფეთქდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა კვალიფიკაცია მიეცემა შემთხვევას ან როდის ჩატარდება მატჩი. BBC-ის ინფორმაციით, "ბორუსიას" ცენტრალური მცველი მარკ ბარტრა დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უკვე დადასტურდა ინფორმაცია, რომ მატჩი 12 აპრილს, თბილისის დროით 20:45-ზე გაიმართება. შემდგომი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შემთხვევის შესახებ გერმანულმა პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით