ბარტრას მდგომარეობა ცნობილია

11-04-2017, 23:46

გერმანულმა პრესამ გაავრცელა ინფრომაცია, “დორტმუნდის“ ესპანელი მცველის, მარკ ბარტრას მდგომარეობის შესახებ.

როგორც პრესის წარმომადგენლები იუწყებიან, ფეხბურთელის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მას მხოლოდ მცირე ნაკაწრები აქვს ხელზე, რადგან აფეთქების დროს ბოთლის ნამსხვრევები მოხვდა. ამ ეტაპზე ბარტრა მეუღლესთან ერთად იმყოფება და უსაფრთხოდაა.

შეგახსენებთ, რომ “დორტმუნდი“ – “მონაკოს“ მატჩის დაწყების წინ, ბორუსიელთა ავტობუსის მახლობლად აფეთქება მოხდა, რის გამოც მატჩი გადაიდო, ხოლო ბარტრა მცირე დაზიანებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

  • Geto
  • 11 აპრილი 2017 23:47
სავარაუდოდ ტერორისტული აქტი.. worried

კიდევ კარგი რომ სერიოზულად არ დაშავდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით