ალეგრი: "ახლა "იუვენტუსს" მთელი ევროპა პატივს სცემს"

12-04-2017, 01:28

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა შეაფასა, რომელიშიც მისმა გუნდმა კატალონიის "ბარსელონა" 3:0 დაამარცხა.

"უნდა გავაცნობიეროთ, რომ საოცარი სამუშაო შევასრულეთ. ვითამაშეთ ძალიან ტექნიკური და გამართული ფეხბურთი, ხაზებს შორის ბალანსი იდეალურად იყო დაცული. "იუვენტუსმა" ნახევარფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა, თუმცა განმეორებითი შეხვედრა ძალიან განსხვავებული იქნება. კატალონიაში აუცილებლად უნდა ვეცადოთ გოლის გატანას".

"მეოცნებე ვარ, თუმცა ამვდროულად პრაგმატული და რეალისტი. ამ ბიჭებთან მუშაობით ნამდვილად ბედნიერი ვარ, ახლა "იუვენტუსს" მთელ ევროპაში პატივს სცემენ, სწორედ ეს იყო ჩემი უკანასკნელი 3 წლის მიზანი". - განაცხადა ალეგრიმ.



  • beka10
  • 12 აპრილი 2017 01:29
dzalian done specialsitia

  • Tedo-777
  • 12 აპრილი 2017 02:11
არ იბლატავო თორე ბარსა მოიყვანს იმ პროჭ მსაჯს პსჟ-სთან რო ყავდა და რამდენს მოიგებ ნახავ, სულ მარტო მოგიგებთ ის მსაჯი ისეთი ყოჩაღია :)

  • sosiko13
  • 12 აპრილი 2017 10:47
I'm msajtan ertad gadaexion mtel juventuss

კამპ ნოუზეც შეშლილო მაქს ,საშვილიშვილოთ ))))))

  • mojji
  • 12 აპრილი 2017 16:45
Vigacebi abobda ra sastavs ayenebso gadauvlis barsao sami davdamsxmelit vis utamashiao ahaa

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით