ბუფონი: "განმეორებით თამაშზეც შემართებით მივდივართ"

12-04-2017, 02:08

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა "ბარსელონასთან" შეხვედრა შეაჯამა. "ბებერმა სინიორამ" კატალონიური გუნდის დამარცხება პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში 3:0 მოახერხა.

"ვამაყობ გუნდის ფეხბურთელებით. ინიესტას მიერ დარტყმული ბურთის მოგერიება ძალიან რთული და უმნიშვნელოვანესი იყო, იმ მომენტში ყველაფერს მილიმეტრები წყვეტდა".

"იუვენტუსს" არავისი ეშინია და განმეორებით თამაშზეც შემართებით მივდივართ. ნებისმიერ შემთხვევაში, ფრთხილად უნდა ვიყოთ, "ბარსელონა" მომდევნო მატჩს სულ სხვანაირად ჩაატარებს". - განაცხადა ბუფონმა.



  • beka10
  • 12 აპრილი 2017 02:14
გენიოსია რა ეს კაცი ჩვეულებრივი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით