ვაცკე: "ყველა შოკში ვართ"

12-04-2017, 02:30

"დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა, ხოაკიმ ვაცკემ დღვეანდელ საშინელ აფეთქებაზე ისაუბრა, სადაც მისი გუნდი დაზარალდა და განაცხადა, რომ გერმანულ კლუბში მომუშავე ყველა ადამიანი შოკშია.

"მწვრთნელი და მთლიანად გუნდი შოკშია. მესმის რთულია, მაგრამ უნდა ვეცადოთ რომ დავმშვიდდეთ. ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში თამაში რთული იქნება, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ბარტრას მდგომარეობა სტაბილურია და ვიმედოვნებ, რომ ის მალე დაგვიბრუნდება."

"რათქმაუნდა ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში თამაში რთულია, მაგრამ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ხვალინდელი შეხვედრა, მე ჩემი ბიჭებით ვიამაყებ. ამასთანავე მათ დასამტკიცებელი აქვთ ის, რომ პროფესიონალები არიან და წარმატების მიღწევა ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ." - განაცხადა ვაცკემ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით