ალვეში: "ყველაფერი იდეალურად გამოვიდა"

12-04-2017, 13:21

ტურინის "იუვენტუსმა" უეფას ჩემპინთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შევედრაში კატალონიის "ბარსელონა" 3:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა. მატჩის შემდეგ მედიას ტურინელთა უკანახაზელი დანი ალვეში გაესაუბრა.

"ბარსელონასთან" თამაშის დროს უცნაური შეგრძნება დამეუფლა. საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილი ვარ, გუნდის თითოეული ფეხბურთელი ძალიან კარგად გაისარჯა და შემიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი იდეალურად გამოვიდა".

"წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდაბა, უნდა ვეცადოთ გოლი სტუმრადაც გავიტანოთ, "კამპ ნოუზე" მოდუნებას არავის პატიობენ". - განაცხადა ალვეშმა.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 19 აპრილს გაიმართება.



  • beka10
  • 12 აპრილი 2017 13:21
genacvale dani <3 mainc magari xar

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით