ტუხელი:"ჩვენ ტრაგედიას გადავურჩით"

12-04-2017, 17:35

"დორტმუნდის" თავკაცმა, ტომას ტუხელმა გუშინდელ მომხდარ ინციდენტზე და დღეს გასამართ მატჩზე ისაუბრა.

"ჩვენ ტრაგედიას გადავურჩით. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ აღნიშნული ინციდენტი უფრო მძიმე ყოფილიყო და მას მსხვერპლიც მოჰყოლოდა. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ყველანი გადავრჩით. ბარტრას გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მას სერიოზული და საგანგაშო არაფერი სჭირს, თუმცა მომხდარი მას მთელი ცხოვრება ემახსოვრება."

"იმედი მაქვს, რომ ეს ინციდენტი მოთამაშეებზე უარყოფით ფსიქოლოგიურ გავლენას არ მოახდენს, მაგრამ ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ დღეს მინდორზე გასული ფეხბურთელები განსხვავებული შემართებით იქნებიან. ახლა მომხდარი უნდა დავივიწყოთ და ვიბრძოლოთ წარმატებისთვის."

შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდი" - "მონაკოს" დაპირისპირება დღეს 20:45 საათზე დაიწყება.

  • Geto
  • 12 აპრილი 2017 17:38
იმედია მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით