შაჰინი: "მოედანზე ყოფნის დროს ფეხბურთზე არ ვფიქრობდი"

13-04-2017, 01:46

"დორტმუნდის" თურქმა ნახევარმცველმა, ნური შაჰინმა "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მოედანზე დაკარგული იყო და ფეხბურთზე საერთოდ არ ფიქრობდა.

"არ ვიცი როგორ გითხრათ, სიტყვები არ მყოფნის იმის აღსაწერად, რაც ჩვენ გადაგვხდა. არავის ვუსურვებ იმას, რაც ჩვენ გამოვიარეთ. არ ვიცი რამდენად ესმით ადამიანებს ეს ტკივილი, მაგრამ გეტყით, რომ დღეს მოედანზე ფეხბურთზე საერთოდ არ ვფიქრობდი. გუშინ ბოლომდე ვერ ვიაზრებდი თუ რა მოხდა. როცა სახლში მივედი და კარებთან ჩემი ცოლ-შვილი ვნახე მივხვდი, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ."

"ვიცი, რომ ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი, ვცხოვრობთ ფეხბურთით. მესმის, რომ ჩვენ ვშოულობთ ძალიან ბევრ ფულს, გვყავს ულამაზესი ცოლები, თუმცა ცხოვრებაში ფეხბურთზე ბევრად დიდი რაღაცეებიც არსებობს და გუშინ ჩვენ ეს ვიგრძენით." - განაცხადა თურქმა ნახევარმცველმა.

  • David23
  • 13 აპრილი 2017 12:40
Wow agmashfotebelia!asec xdeba xolme araushavs!gava mainc chrmi dortmunfi vici!

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით