ანჩელოტი: "რონალდო? მან უბრალოდ მატჩის ბედი გადაწყვიტა"

13-04-2017, 02:19

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში მადრიდის "რეალმა" გასვლაზე მიუნხენის "ბაიერნი" 1:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი შეხვედრის გმირის, კრიშტიანო რონალდოს შესახებ კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.

"რონალდო? მან უბრალოდ მატჩის ბედი გადაწყვიტა. მისი გაჩერება ურთულესია. შეხვედრის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩემი ფეხბურთელები მის გაკონტროლებას ახერხებდნენ, თუმცა ამ ყველაფრის გაკეთება 90 წუთის მანძილზე უბრალოდ ურთულესია". - განაცხადა ანჩელოტიმ.

კრიშტიანომ მიუნხენელთა კარის ბადე 47-ე და 77-ე წუთებზე შეარხია. რაც შეეხება თავად "ბაიერნს", მათი მხრიდან თავის გამოჩენა ჩილელმა არტურო ვიდალმა მოახერხა.



  • quaresma
  • 13 აპრილი 2017 02:48
kargi exla tavs nu imartleb ronaldos gachereba dzalian martivia da bevri gundi axerxebs , ubralod dges gajobes ar elodi eset tamashs shetsdoma daushvi da ase shemdeg

  • tokodeme
  • 13 აპრილი 2017 23:16
vis sheulia gachereba vis erti? shen piques magis shakira deda.... tu vis? smile tu vis erti stuck_out_tongue_winking_eye

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით