უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადია კატალონიური "ბარსელონასთვის" კარგად ნამდვილად არ დაიწყო. გუნდმა ტურინში, "იუვენტუსთან" 0:3 წააგო და განმეორებითი შეხვედრის წინ გავარდნის სერიოზული საფრთხე შეექმნა.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა Goal.com-ის წარმომადგენლებს კატალონიელთა ცუდი თამაში არ გამოჰპარვიათ და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის ყველაზე ცუდად მოთამაშე ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდში "ბარსელონას" 6 ფეხბურთელი მოხვდა.
მეკარე: ტერ შტეგენი ("ბარსელონა")
მცველები: ბენდერი ("დორტმუნდი"), მატიე ("ბარსელონა"), მარტინესი ("ბაიერნი")
ნახევარმცველები: მასკერანო, ინიესტა ("ბარსელონა"), ოლბრაიტონი, ფუხსი ("ლესტერი").
თავდამსხმელები: სუარესი, ნეიმარი ("ბარსელონა"), ვარდი ("ლესტერი")