13-07-2023
საინტერესო ამბავი! - “ბორდომ” დავითაშვილის სანაცვლოდ შეთავაზებულ 9 მილიონზე უარი თქვა
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა.
ცხადია, ამ გამოსვლის შემდეგ ევროპაში მის მიმართ ინტერესი გაიზარდა.
Girondis4ever-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბორდოს” ზურიკო დავითაშვილის სანაცვლოდ იტალიურმა გუნდმა, რომლის ვინაობას ჯერჯერობით არ სახელდება 9 მილიონი ევრო შესთავაზა.
ამ ეტაპზე ფრანგულმა გუნდმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
ფრანგულ გუნდს სურს, რომ ლიგა 1-ში აღზევდეს და დავითაშვილი უფრო მაღალ ფასად გაყიდოს.
ცნობისთვის, დავითაშვილმა გასულ სეზონში “ბორდოს” მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტეგები:
Facebook კომენტარები