მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო პაბლო სიმეონე ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალის" გამარჯვებას გამოეხმაურა. "სამეფო კლუბმა" მიუნხენში "ბაიერნი" 1:2 დაამარცხა.
"მინდა "რეალს" გამარჯვება მივულოცო, მათ ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრეს მეტოქე და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. ზიდანმა თამაშის ყველა ნიუანსი კარგად წარმართა. ვფიქრობ, განმეორებით შეხვედრაშიც უპირატესობა მადრიდელთა მხარეს იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ "ბაიერნმა" საკუთარი ძალის დემონსტრაცია მოახდინოს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ "ატლეტიკო" შემდეგ ეტაპზე გავიდა, მისი მეტოქე შეიძლება სწორედ "რეალი" აღმოჩნდეს". - განაცხადა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ სიმეონეს "ატლეტიკოს" "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2014 და 2016 წლებში მოუგო.