“ინტერის“ შეთავაზება “მონაკოს“ მბაპეს ტრანსფერზე

14-04-2017, 12:54

გამოცემა Football Italia იტყობინება, რომ “ინტერი“ მზადაა “მონაკოს“ მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით 70 მილიონი შესთავაზოს.

თავად “მონაკო“ ახალგაზრდა ფრანგს 100 მილიონად აფასებს, ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა და კლუბის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადეს. ამის მიუხედავად “ნერაძური“ 70 მილიონიან შეთავაზებას გეგმავს.

ფეხბურთელით ასევე მადრიდის “რეალი“ და “პსჟ“ ინტერესდებიან. ექსპერტების აზრით, მადრიდული და პარიზული კლუბები არ დანებდებიან და 2017 წლის ზაფხულში ისინი უფრო მაღალ შეთავაზებას გაუკეთებენ “მონაკოს“.



  • Geto
  • 14 აპრილი 2017 12:55
ჯობია 1-2 სეზონი კიდევ დარჩეს მონაკოში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით