ინსინიე “ნაპოლისთან“ გაახანგრძლივებს

15-04-2017, 13:11

იტალიური პრესის ცნობით, “ნაპოლის“ იტალიელი შემტევი, ინსინიე კლუბთან კონტრაქტს 2022 წლამდე გაახანგრძლივებს.

ფეხბურთელით დაინტერესებულია “ლივერპული“. მოთამაშის ტრანსფერს პირადად იურგენ კლოპი ითხოვს, მაგრამ როგორც ჩანს, თავად ლორენცოს მერსისაიდელებთან გადაბარგებას მის ამჟამინდელ კლუბში დარჩენა ურჩევნია.

ინსინიე “ნაპოლის“ ღირსებას 2009 წლიდან იცავს. მისი სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონს შეადგენს, მაგრამ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ეს ციფრი გაიზრდება.



  • Geto
  • 16 აპრილი 2017 00:35
მომწონს ეს მოთამაშე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით