პულისიჩი “ტოტენჰემის“ რადარზეა

16-04-2017, 11:36

გამოცემა Daily Mail იტყობინება, რომ “ტოტენჰემი“ დაინტერესებულია “დორტმუნდის“ 18 წლის შემტევი ნახევარმცველის, პულისიჩის შეძენით.

ახალგაზრდა ამერიკელი საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს გერმანულ კლუბში. მისი სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონს შეადგენს, მაგრამ როგორც ბორუსიელთა თავკაცი ტუხელი აცხადებს, მოთამაშე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა მისი გუნდისთვის და სურს, რომ ის დიდხანს დარჩეს მათთან.

ფეხბურთელს და მის აგენტს “ტოტენჰემთან“ დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

  • Geto
  • 16 აპრილი 2017 11:38
მომავლის ფეხბურთელია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით