ჰამშიკი:“ნაპოლი“ ევროპაში ყველაზე სანახაობრივია“

16-04-2017, 11:45

“ნაპოლის“ კაპიტანმა, მარეკ ჰამშიკმა თავისი გუნდი შეაქო და აღნიშნა, რომ “ნაპოლი“ ევროპაში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.

“ნაპოლი“ ევროპაში ყველაზე სანახაობრივია. ჩვენი ფეხბურთით ნებისმიერი გულშემატკივარი ისიამოვნებს. მჯერა, რომ მომავალში არაერთ წარმატებას მივაღწევთ. ყოველ სეზონში ვპროგრესირებთ და ეს ძალიან მახარებს.“  

“ევროპაში უამრავი კლუბია, რომელთა თამაშის ყურებაც იმდენად სასიამოვნოა, რომ მუდმივად გიჩნდებათ იმის სურვილი, რომ შეუწყვეტლივ უყუროთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ევროპაში საუკეთესო “ნაპოლია“.- განაცხადა ჰამშიკმა



  • Geto
  • 16 აპრილი 2017 11:47
ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვიალდ არის მაგრამ საუკეთესო არანაირად

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით