ბალოტელი: "ნაპოლის" მაისურს სიამოვნებით მოვირგებდი"

16-04-2017, 19:09

ფრანგული "ნიცას" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და ისიც ახსენა, თუ სამომავლოდ რომელი კლუბის მაისურს მოირგებდა სიამოვნებით. "სუპერ მარიოს" თქმით, იგი "ნაპოლიში" სიამოვნებით ითამაშებდა.

"ნიცაში" თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, გულშემატკივრებისგან დიდ სითბოს ვიღებ და მეც მსურს მათთვის მაქსიმუმი გავაკეთა. რაც შეეხება იტალიაში დაბრუნებას, არაფერს გამოვრიცხავ, ფეხბურთი მოულოდნელობებით სავსე სპორტია. რაც შეეხება კონკრეტულ გუნდს, "ნაპოლიში" დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი". - განაცხადა ბალოტელიმ.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი "ნიცაში" მიმდინარე სეზონის დასაწყისში "ლივერპულიდან" გადავიდა. 



  • beka10
  • 16 აპრილი 2017 19:10
saintereso iqneba mario napolishi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით