როისი:“პირველ ნომრად უნდა ვითმაშოთ“

19-04-2017, 12:20

დღეს ჩ.ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მორიგი მატჩი გაიმართება, სადაც “მონაკო“ საკუთარ მოედანზე “დორტმუნდს“ დაუპირისპირდება.

“ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ პირველ ნომრად ვითამაშოთ. “მონაკო“ საკუთარ კედლებში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს და წინ ურთულესი შეხვედრა გველის, მაგრამ ვეცდებით, რომ ჩვენი თამაში მოვახვიოთ მეტოქეს თავს. “დორტმუნდს“ საკუთარი შესაძლებლობების სჯერა და ბოლომდე იბრძოლებს. ლეონარდო ჟარდიმს დიდებული გუნდი ჰყავს, მათთან ხუმრობა არ შეიძლება. ისინი ამას მიმდინარე სეზონის ყველა მატჩში ამტკიცებენ. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც პირველ მატჩში დავუშვით.“ - განაცხადა როისმა

შეგახსენებთ, პირველ შეხვედრაში “მონაკომ“ სტუმრად 2-3 იმარჯვა, ხოლო დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.



  • Geto
  • 19 აპრილი 2017 12:21
შეიძლება საყურებლად ბარსა-იუვეზე უფრო მაგარი თამაშიც გამოდგეს

  • kuso
  • 19 აპრილი 2017 15:52
კარგი თამაში იქნება და ბარსა—იუვესაც აჯობებს.
ტურინელები თუ ჩაჯდნენ დაცვაში ხო საერთოდ...

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით