“ინტერი“ “ტოტენჰემის“ 2 მოთამაშეს უმიზნებს

19-04-2017, 18:59

იტალიური პრესის ცნობით, “ინტერი“ არ აპირებს თანაქალაქელ “მილანს“ რამით ჩამოუვარდეს 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს და ის “ტოტენჰემის“ 2 მოთამაშის შეძენას გეგმავს.

როგორც იტალიური მედია იუწყება, “ნერაძურის“ კაილი უოლკერის და ტობი ალდერვეირელდის დამატება სურს.  ცნობილია, რომ უოლკერით კატალონიის “ბარსელონაც“ ინტერესდებოდა. იტალიელები ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებენ და ისინი მოლაპარაკებების დასაწყებად მალე მზად იქნებიან.

უოლკერის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონს შეადგენს, ხოლო ალდერვეირელდის ფასი 30 მილიონია.



  • Geto
  • 19 აპრილი 2017 19:00
იმედია მოძლიერდებიან მილანური გუნდები და გაუწევენ იუვე-რომა-ნაპოლის კონკურენციას

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით