• 13-07-2023
    "იუვენტუსს" კესიე მოუნდა
    "იუვენტუსს" კესიე მოუნდა
    Author of the article
    Aa

    ტურინის "იუვენტუსი" "ბარსელონას" ფრანკ კესიეს თაობაზე დაუკავშირდა, - იტყობინება SPORT.

    ესპანური გამოცემის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" კოტ-დ'ივუარელ ნახევარმცველს 15 მილიონ ევროდ აფასებენ. "ბიანკონერი" ამ თანხის გადახდისთვის მზად არის.

    იმ შემთხვევაში, თუ პოლ პოგბა საუდის არაბეთში გადაბარგდება, "ბებერი ქალბატონი" კიდევ უფრო აქტიურად დაიწყებს ამ ტრანსფერზე მუშაობას.

    იტალიაში დაბრუნებაზე თანახმაა თავად კესიეც.

    შეგახსენებთ, რომ 26 წლის შუახაზელი "ბლაუგრანამ" 2022 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. გასულ სეზონში ფრანკმა თავი 3 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები