ინსინიეს აგენტი: "მილანთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი"

25-04-2017, 22:37

"ნაპოლის" იტალიელმა ვარსკვლავმა, ლორენსო ინსინიემ სულ ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტი აპენინურ კლუბთან და გახდა ნეაპოლიტანელების ყველაზე ანაზღაურებადი ფეხბურთელი. მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას მაინც მიაღწიეს.

"მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ჩვენ "ნაპოლისთან" საერთო ენა გამოვნახეთ. ლორენსოს ყოველთვის სურდა ნეაპოლში დარჩენა და მზად იყო კონტრაქტის გასახანგრძლივებლად იმ შემთხვევაში, თუ ისინი მის მოთხოვნლებებს დააკმაყოფილებდნენ."

"კონტრაქტის გახანგრძლივებამდე მე შევხვდი "მილანის" ახალ სპორტულ დირექტორს, რადგან, როგორც ჩანს ვინჩენცო მონტელას ძალიან მოსწონს ჩემი აგენტი. ჩვენ შორის მოლაპარაკებები მაშინვე დასრულდა, როცა "ნაპოლისთან" შეთანხმებას მივაღწიეთ. "ნაპოლი" ლორენსოს ბავშვობის კლუბია, მისი ოთახი სავსე იყო ამ გუნდის პლაკატებით და აქსესუარებით. მას ძალიან უყვარს ნეაპოლი." - განაცხადა ფაბიო ანდრეოტიმ "Premium Sport"-თან საუბრის დროს.



  • goga11
  • 25 აპრილი 2017 22:39
dagvxatavda arada

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით