"ბარსელონას" დირექტორი: "მასკერანოს მომავალი ნათელია"

2-06-2016, 21:16

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, არგენტინელი ფეხბურთელის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა, ამის თაობაზე დღეს კომენტარი "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა გააკეთა, რომელმაც სიტუაციას ნათელი მოჰფინა: "ფაქტია, რომ მასკერანოსთან ხელშეკრულება გვაქვს. ის გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. აქედან გამომდინარე, ეჭვი არ მეპარება, რომ ხავიერი "ბარსაში" თამაშს გააგრძელებს. გარდა ამისა, მას კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს", - ამბობს რობერტ ფერნანდესი. "ვესაუბრეთ მასკერანოს და ის სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს", - დაასრულა კატალონიელთა წარმომადგენელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით