დე ლაურენტისი: "თუ მერტენსი თავის ცოლთან პრობლემებს მოაგვარებს, ჩვენთან დარჩება"

26-04-2017, 17:09

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედიასთან კალიდუ კულიბალიზე და გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელზე, დრის მერტენსზე ისაუბრა.

თავდაპირველად, დე ლაურენტისმა ახსნა თუ რატომ უარყო ლონდონის "ჩელსის" 55 მილიონიანი შეთავაზება კალიდუ კულიბალის თაობაზე: "მე ვუთხარი კონტეს, რომ არ გავყიდიდი არავის მანამ, სანამ ამას მწვრთნელი არ მეტყოდა."

"რაც შეეხება მერტენსს, ვიცი, რომ მას ჩვენთან დარჩენა უნდა, მაგრამ პრობლემა მისი ცოლია. როგორც ჩანს მას ნეაპოლში ცხოვრება არ მოსწონს და მანჩესტერი უფრო იზიდავს, მაგრამ თუ მერტენსმა ეს პრობლემა გადაჭრა, ის ჩვენთან დარჩება." - განაცხადა ნეაპოლიტანელთა პრეზიდენტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით