ტოტი:“ჩემთვის “რომა“ ნებისმიერ ტიტულზე მეტია“

26-04-2017, 20:53

“რომას“ ლეგენდარულმა კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ მისი კლუბის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, სეზონის ბოლოს ის საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

“ფეხბურთელისთვის რა თქმა უნდა ტიტულები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ლოგიკურია, მაგრამ პირადად ჩემთვის “რომა“ ნებისმიერ ტიტულზე მეტია. მე ამ კლუბით ვვარსებობ და ის ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია. რომის ქუჩებში ვგრძნობ ძალიან დიდ სიყვარულს ადამიანებისგან და ეს ყველაფერზე მეტია. ბედნიერი ვარ, რომ “რომას“ შემადგენლობაში თამაში და მისი კაპიტნობა მხვდა წილად. ამით ყოველთვის ვიამაყებ.“ - განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ

შეგახსენებთ, რომ ტოტი რომაული კლუბის ღირსებას 1992 წლიდან იცავს და ამ სეზონის ბოლოს 40 წლის ასაკში დაგვემშვიდობება, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას გუნდში ერთ-ერთ წამყვან პოსტზე დანიშნავენ.



  • Geto
  • 26 აპრილი 2017 20:54
რომას ისტორიაში ნომერ პირველი მოთამაშე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით