ვერატი: "მონაკო" უპატივცემლოდ მოიქცა"

27-04-2017, 15:30

"პსჟ"-მ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში "მონაკო" 5-0 გაანადგურა. "მონეგასკების" დამრიგებელმა მოედანზე ახალგაზრდა ფეხბურთელები გაიყვანა, რათა "იუვენტუსთან" მატჩისთვის ზედმეტიპრობლემები არ შექმნოდა. ამასთან დაკავშირებით ვერატიმ ინტერვიუ ჩაწერა ფრანგულ მედიასთან და ჟარდიმი გააკრიტიკა.

"მე რომ "მონაკოს" ფეხბურთელი ვიყო განვრისხდებოდი. ჩვენც გვქონდა დიდი თამაშები, ჩვენც ვასვენებდით რამდენიმე წამყვან მოთამაშეს, მაგრამ ტურნირის ნახევარფინალში ახალგაზრდული გუნდით არასდროს გვითამაშია. ასეთი რამ შეიძლება გააკეთო ტურნირის პირველ ან მეორე ეტაპზე, მაგრამ არა ნახევარფინალში. მათ უპატივცემლობა გამოამჟღავნეს "პსჟ"-სა და საფრანგეთის მიმართ." - განაცხადა მარკო ვერატიმ.

"მონაკოს" დამრიგებელი რა თქმა უნდა არ დაეთანხმა ვერატის და შემდეგი განცხადება გააკეთა: "ჩვენ თქვენგან განსხვავებით გვყავს 15 ფეხბურთელი და არა 25. ამას ემატება ისიც, რომ უმეტესი მათგანი ტრავმირებულია. ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო."

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"რუსეთში ვთამაშობე, მაგრამ, საქართველო იმის ნახევრადაც რომ უყვარდეს ამ ხალხს, როგორც მე ამ დღეში არ ვიქნებოდით"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით