დიეგო სიმეონე “ინტერზე“ უარს ამბობს

27-04-2017, 16:12

როგორც იცით, უკანასკნელ პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიეგო სიმეონეს სურდა მადრიდული კლუბის დატოვება და “ინტერში“ კარიერის გაგრძელება, სადაც თავის დროზე ის ფეხბურთელის რანგში გამოდიოდა.

ექსპერტები თვლიდნენ, რომ ეს ამ სეზონის ბოლოს უნდა მომხდარიყო, მაგრამ როგორც გაირკვა, დიეგო სიმეონე უარს ამბობს მომდევნო სეზონში “ინტერის“ გაწვრთნაზე და ის კვლავ მადრიდის “ატლეტიკოს“ უხელმძღვანელებს.

ესპანური პრესის ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი მადრიდულ გუნდთან ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში მოაწერს ხელს.



  • Geto
  • 27 აპრილი 2017 16:13
იმედია დიდხანს დარჩები ატლეტიკოში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით