ოფიციალურად:“ბაიერნმა“ კომანი გამოისყიდა

27-04-2017, 17:32

როგორც იცით, ფრანგი შემტევი, კინგსლი კომანი ტურინის “იუვენტუსიდან“ არენდის წესით მიუნხენის “ბაიერნში“ გამოდიოდა.

გერმანელებს გამოსყიდვის უფლება ამ თვლის ბოლომდე ჰქონდათ და მიუნხენელებმა ეს პრივილეგია გამოიყენეს. “ბაიერნმა“ კომანი ტურინული კლუბიდან ოფიციალურად გამოისყიდა. ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი მთლიანობაში 21 მილიონი დაჯდა.

კომანის ახალი კონტრაქტის თანახმად, ის “ბაიერნში“ 2020 წლამდე დარჩება. როგორც ცნობილია, “იუვენტუსს“ ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, მაგრამ არენდის დროს კონტრაქტში ჩადებული პირობის თანახმად, მიუნხენელებს მოთამაშის გამოსყიდვის უფლება ჰქონდათ და ეს ასეც მოხდა.



  • Geto
  • 27 აპრილი 2017 17:33
სწორად მოიქცა ბავარია

  • Faizo
  • 28 აპრილი 2017 00:42
Normaluri fexburtelebi mainc iyidos
Rad unda komani.duglasi,riberi.miuleri,gasashvebia suyvela

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით