"ბარსელონას" სამიზნეს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში სურს

27-04-2017, 18:42

"ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მარჯვენა მცველის გაფორმებაა. დანი ალვეშის წასვლის შემდეგ ვერავინ შეძლო ამ ადგილის სათანადოდ ამოვსება, მათ შორის ვერც სერხი რობერტომ. ესპანური მედიის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ამ პოზიციაზე ყველაზე მეტად სერჟ ორიეს მოყვანა სურს, თუმცა თავად ფეხბურთელი სხვა აზრზეა.

კოტ დივუარელი ფეხბურთელის აგენტის თქმით, მის კლიენტს მოურინიოსთან მუშაობა სურს და "ბარსელონას" იდეა არ იტაცებს, მიუხედავად იმისა რომ უკვე გადაწვეტილია ორიეს ფრანგული ვოიაჟი. სეზონის დასრულების შემდეგ ის პარიზს დატოვებს.

"პსჟ"-მ სერჟს შესთავაზა კონტრაქტი, თუმცა მას არ სურს გახანგრძლივება და მისი ერთადერთი მიზანია ინგლისში, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაში. "იუნაიტედი" დიდი გუნდია და ორიესაც სურს ამ კლუბის განუყოფელ ნაწილად ყოფნა." - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა "The Sun"-თან საუბრის დროს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით