“მილანი“ და სუსო ახალ კონტრაქტზე მუშაობენ

27-04-2017, 20:07

იტალიური პრესის ცნობით, “მილანის“ ესპანელი შემტევი, სუსო ფერნანდესი კლუბის ახალ სპორტულ დირექტორთან, მასიმილიანო მირაბელისთან ერთად ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობს.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ფეხბურთელის თქმით ის ბედნიერია მილანურ გუნდში. კლუბის გაყიდვის შემდეგ ესპანელ ფეხბურთელს სჯერა, რომ “როსონერიში“ მალე ახალი ერა დაიწყება და სურს, რომ მისი ნაწილი გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის შეძენა “ტოტენჰემს“ სურს, თავად სუსოს ინგლისური კლუბი არ აინტერესებს და მალე ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს და გააგრძელებს “მილანის“ შემადგენლობაში თამაშს.



  • Geto
  • 27 აპრილი 2017 20:08
ძალიან კარგი kissing_heart

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით