• 14-07-2023
    ბენჟამინ მენდი უდანაშაულოდ ცნეს
    ბენჟამინ მენდი უდანაშაულოდ ცნეს
    Author of the article
    Aa

    ჩესტერის სამეფო სასამართლომ "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მცველი ბენჟამინ მენდი გაუპატიურებასა და გაუპატიურების მცდელობაში დამნაშავედ არ ცნო.

    ფრანგ ფლანგელს 2020 წლის ოქტომბერში, ჩეშირში, საკუთარ სახლში, 24 წლის ქალის გაუპატიურებას აბრალებდნენ. იგი ასევე გახლდათ ბრალდებული 29 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობაში (2022 წ.).

    12 მსაჯულისგან შემდგარმა კოლეგიამ მენდის გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. ბენჟამინის მტკიცება, რომ ორივე სექსუალური აქტი თანხმობით შედგა, სიცრუე არ გამოდგა.

    ამა წლის იანვარში მენდი კიდევ 6 საქმეში გაამართლეს.

    შეგახსენებთ, რომ ბენჟამინი "ქალაქელებმა" 2017 წელს იყიდეს "მონაკოდან". ტრანსფერში მაშინ 52 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, რითაც მენდის პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მცველად იქცა.

    28 წლის ფეხბურთელს "სიტისთან" კონტრაქტი ივლისში ამოეწურა. ახლა ის თავისუფალი აგენტია.


    Facebook კომენტარები