"მილანმა" ობამეიანგს საოცარი წინადადება წარუდგინა

27-04-2017, 23:55

იტალიური მედიის ინფორმაციით, ვინჩენცო მონტელა უკმაყოფილოა კარლოს ბაკას თამაშით და ახალი, უმაღლესი კლასის ფორვარდის ყიდვას ითხოვს. ლომბარდიელებს რამდენიმე ფორვარდი მონიშნული ჰყავთ, მათ შორის კი გამორჩეულად პიერ ემერიკ ობამეიანგის მიმართ იჩენენ ინტერესს, რომლის შეძენაც "რეალს", "ბარსელონას" და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურთ.

"როსონერი" ჩინურმა კონსოციუმმა იყიდა. ისინი აპირებენ, რომ "მილანს" უმალვე დაუბრუნონ ის სახელი ევროპაში, რომელიც ადრე ჰქონდა და მზად არიან ობამეიანგს ხელფასის სახით სეზონში 7.5 მილიონი ევრო გადაუხადონ.

გაბონელმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 27 გოლი გაიტანა და მისი სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს აღწევს. სულ ცოტა ხნის წინ "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ ობამეიანგი მხოლოდ "ბარსაში" ან "რეალში" გადავა, თუმცა "როსონერის" შეთავაზება მართლაც რომ ძალიან მაცდურია.



  • goga11
  • 28 აპრილი 2017 00:01
sisulele iqneba amashi ro 100 milioni daxarjon

Nagdad es ar girs 100 milions.
Magaria bazari arari

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით