დონარუმა შესაძლოა "ინტერში" აღმოჩნდეს

29-04-2017, 18:13

იტალიური სპორტული პრესა ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. "მილანის" 18 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა შესაძლოა "როსონერის" მოსისხლე მტრის "ინტერის" შემადგენლობაში აღმოჩნდეს.

როგორც ჩანს, დონარუმას აგენტი ცნობილი მინო რაიოლა უკმაყოფილოა იმ პირობებით, რომელსაც "მილანი" ამომავალ ვარსკვლავს სთავაზობს და "ინტერს" უბიძგებს მის კლიენტს გაცილებით კარგი შეთავაზება გაუკეთოს.

დონარუმამ საკუთარ ინტერვიუებში ხშირად აღნიშნა, რომ "მილანიდან" წასვლა არ სურს. მიუხედავად ამისა, თუ გუნდი მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, რაიოლა იმუქრება, რომ უკეთეს ვარიანტს აუცილებლად გამოძებნის.

ჯანლუიჯი დონარუმა უკვე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელმაც "მილანისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა.



  • beka10
  • 29 აპრილი 2017 18:14
ვააა რაიოლა ნახე რა ბანდიტია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით