უკრაინელი ლეგენდა - ანდრეი შევჩენკო

30-04-2017, 11:20

ანდრეი შევჩენკო - დაიბადა 1976 წლის 29 სექტემბერს. მის მამას ნიკოლოზი ერქვა რომელმაც ვაჟის დაბადების შემდეგ საცხოვრებლად კიევში გადაწყვიტა გადაბარგება. ობლონსკის 216 - ე სკოლაში სადაც შევჩენკო სწავლობდა რამდენიმე მერხზე არის წარწერა ''აქ იჯდა შევჩენკო''.
მის მასწავლებლებს ახსოვთ, რომ შევჩენკო აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას საქმის გარჩევებში და ჩხუბებში. ის იცავდა გოგოებს. ხშირად ეწეოდა სიგარეტს ტუალეტებში. ბავშვობაში თითქოს არაფრით გამოირჩეოდა სხვებისგან, მაგრამ ყველა იმ წრეში სადაც ის იყო აშკარა ლიდერობა იგრძნობოდა.
1986 წელს შევჩენკო ''დინამო'' კიევის ახალგაზრდულ კლუბში ჩაირიცხა სადაც 1993 წლამდე ითამაშა. პირველი ოფიციალური მატჩი დიდ ფეხბურთში ამავე კლუბის შემადგენლობაში ჰქონდა 1994 წელს. უკრაინელი ფეხბურთელი ამ კლუბის ლიდერი გახდა. შევჩენკოს წინამძღოლობით ''დინამო'' კიევი წარმატებას აღწევდა ისეთ კლუბებთან როგორიცაა ''ბარსელონა'', ''ბაიერნი'' და სხვა. უკრაინელები დღემდე ამაყობენ, რომ შევჩენკოს ბრწყინვალე თამაშით ეს ორი კლუბი დაამარცხეს. მისით მალე უამრავი გუნდი დაინტერესდა. უკრაინულმა კლუბმა შევჩენკო 1999 წლამდე შეინარჩუნა, შემდეგ კი იტალიურ გრანდში, ''მილანში'' გაყიდა.
შევჩენკო ''მილანში'' 1999 წლიდან 2006 წლამდე ასპარეზობდა. იქ მან კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. გახდა ოქროს ბურთის მფლობელი და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ''ჩემპიონთა ლიგის'' გამარჯვებული. ამავე კლუბში მან უამრავი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა. 2006 წლის ბოლოს შევჩენკო ლონდონის ''ჩელსიში'' გადავიდა.
''ჩელსიში'' გადასვლას თანამედროვე ექსპერტები შევჩენკოს შეცდომად მიიჩნევენ. უკრაინელმა ლონდონური კლუბის ღირსება 2009 წლამდე დაიცვა და მოიგო 3 ტიტული.
2008-09 წლების სეზონში შევჩენკო არენდით ''მილანს'' დაუბრუნდა, თუმცა მას განსაკუთრებული წარმატება აღარ ჰქონია. 2009 წლის ბოლოს შევჩენკო მშობლიურ ''დინამო'' კიევს დაუბრუნდა და 2012 წლამდე იქ ითამაშა სადაც საბოლოოდ კარიერაც დაასრულა.
უკრაინის ეროვნულ ნაკრებში შევჩენკო 1995 წლიდან 2012 წლამდე ასპარეზობდა. მისი უკანასკნელი დიდი ტურნირი ევროპის ჩემპიონატი იყო 2012 წელს.
კიევის ''დინამოსთან'' ერთად შევჩენკო გახდა უკრაინის ჩემპიონი 5 ჯერ. უკრაინის თასის მფლობელი სამჯერ. სუპერთასის მფლობელი ერთხელ და ცლს თასის მფლობელი ასევე სამჯერ.
''მილანი'' - სერია ა - ს გამარჯვებული ერთხელ. იტალიის თასის და სუპერ თასის მფლობელი ერთხელ. უეფას ''ჩემპიონთა ლიგის'' და უეფას თასის გამარჯვებული ასევე ერთხელ. ოქროს ბურთის მფლობელი.
''ჩელსი'' - ფა ქაფის გამარჯვებული ერთხელ, ლიგის თასის გამარჯვებული ერთხელ და ქომუნითი შილდის მფლობელი ასევე ერთხელ.
შევჩენკო უკრაინის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 6 ჯერ. 2004 წელს შევჩენკოს გოლი ''რომას'' კარში დასახელდა წლის გოლად. ის არის იტალიის სუპერ თასის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. მილანური დერბის ბომბარდირი. სამჯერ იყო ნომინირებული ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე სადაც ერთხელ 2004 წელს მან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა. შედის ფიფას 100 საუკეთესო ფეხბურთელში. ერთხელ მოხვდა უეფას წლის გუნდშიც. მიღებული აქვს 32 ინდივიდუალური ჯილდო.



  • Geto
  • 30 აპრილი 2017 11:24
მილანის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო heart_eyes heart_eyes heart_eyes

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით