"მარსელი" "მილანს" ფაბრეგასის ყიდვაში შეეცილება

30-04-2017, 20:06

ლონდონის "ჩელსის" ესპანელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი ნისლიან ალბიონზე სათამაშო დროის უკმარისობას განიცდის და დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ "არისტოკრატების" რიგებში აღარ იქნება.

იტალიური გაზეთების ცნობით, "მილანის" სამიზნე "მარსელის" ინტერესთა სფეროშიც მოხვდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მაგნატმა, ფრენკ მაკკურტმა შეიძინა და კლუბში დიდი ინვესტიციების ჩადებას გეგმავს.

29 წლის ფეხბურთელს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ანდონი სუბისატერასთან, რომელიც ამჟამად ფრანგული კლუბის სტაფშია გაწევრიანებული. ამ ყველაფერმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამ ტრანსფერში. სწორედ სუბისატერა იყო 2011 წელს "ბარსელონას" მიერ სესკის შეძენის მთავარი ინიციატორი.



  • goga11
  • 30 აპრილი 2017 20:08
ra drois marselia haerivit gvchirdebi sesk

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით