მარკინიოსით 3 ტოპ კლუბი ინტერესდება

1-05-2017, 10:33

გამოცემა goal.com-ი telefootz-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “პსჟს“ ბრაზილიელი მცველი, მარკინიოსი ერთბაშად 3 ტოპ კლუბს სურს.

“მანჩესტერ სიტი“, “ბარსელონა“ და “მანჩესტერ იუნაიტედი“ - ეს ის გუნდები არიან, რომლებსაც მოთამაშის შეძენა სურთ. ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ყველაზე პირველმა “იუნაიტედმა“ გამოთქვა, თუმცა მას მალევე გამოუჩნდა 2 საკმაოდ სერიოზული კონკურენტი.

მარკინიოსის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონს შეადგენს, თუმცა ექსპერტების აზრით, პარიზელებს არ სურთ ფეხბურთელის გაყიდვა და თუ მათ ამის გაკეთება მაინც მოუწევთ, სავარაუდოდ მოთამაშის ფასი 15-20 მილიონით გაიზრდება.



  • Geto
  • 1 მაისი 2017 10:34
იუნაიტედი თუ იყიდის კარგია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის ჯილდოს მფლობელი გახდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით