მაცოლა: "მესი "ინტერში"? სრულიად შესაძლებელია"

1-05-2017, 13:08

იუტალიური "ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა სანდრო მაცოლამ "ნერაძურიში" არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჩინელი ინვესტორების ხელმძღვანელობის პირობებში, გუნდს ნებისმიერი მოთამაშის შეძენა შეუძლია.

"ახალ ინვესტორებს ძალიან დიდი ფინანსური რესუსრსი და ძალაუფლება აქვთ. მათ შეუძლიათ ყველა ის ფეხბურთელი იყიდონ, რომელიც მოესურვებათ, მათ შორის ლიონელ მესი". - განაცხადა მაცოლამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი "ინტერმა" ფრანკ დე ბურის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა მისი მუშაობით უკმაყოფილონი დარჩნენ და სტეფანო პიოლითი ჩაანაცვლეს. მიუხედვად ამისა, გუნდი სერიოზული წარმატების მიღწევის და ევროსაგზურისთვის ბრძოლას ვერ ახერხებს.

ამ მომენტისთვის "ინტერი" იტალიის ჩემპიონატში მე-7 პოზიციას იკავებს.



  • beka10
  • 1 მაისი 2017 13:09
auu mominddomees : :D :D

macolaaa :D:D vai magis patrons smile

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით