ბუფონი: "პირობა დავდე, რომ ბუცებს ლურსმნებზე ჩამოვკიდებდი"

1-05-2017, 14:14

"Sky Sport"-თან ინტერვიუში ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას აპირებდა იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონასთან" დუელის დროს, ორივე შეხვედრაში კარს მშრალად შეინახავდა.

"ბარსელონასთან" ორი მატჩის განმავლობაში კარის მშრალად შენახვა ჩემთვის დიდი პატივია. კატალონიელებთან შეხვედრამდე თანაგუნდელებს შევპირდი, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დაპირისპირების არც ერთ მატჩში გოლს არ გავუშვებდი, კარიერას დავასრულებდი."

"ნახევარფინალში გასვლის შემდეგ "იუვენტუსის" პრეზიდენტი მოვიდა და მითხრა, რომ ცხოვრებაში რომელიღაც ეტაპზე ყველა ამბობს სისულელეს. მას ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს და მინდა მადლობა გადავუხადო იმისათვის, რაც ჩემთვის გააკეთა." - განაცხადა ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ.



triumph ragac ar mgonia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით